გაკვეთილის თემა
|
დრო, დროის
ერთეულები
|
სწავლების საფეხური
და კლასი
|
I
საფეხური
V კლასი
|
მოსწავლეთა
რაოდენობა
|
17
|
ინტეგრირებული
საგნები
|
მათემატიკა; ინგლისური; ბუნება, გეოგრაფია
თ. მართაშვილი, ვ.ჯაფარიძე,
მ.მერაბაშვილი, თ.ფსუტური
|
აქტივობის მიზნები
და მისაღწევი შედეგები
|
მ ა თ . ა ქ ტ ი ვ
ო ბ ი ს მ ი ზ ა ნ ი: მოსწავლემ შეძლოს
დროის ინტერვალების აღწერა,
არითმეტიკული მოქმედებების საშუალებებით დროის და დროის ინტერვალების დადგენა,
დროის ერთეულებს შორის კავშირების გამოყენება პრობლემის გადაჭრისას,
განუვითარდეს თავისი საქმიანობის დაგეგმვის უნარი
შ ე დ ე გ ი :
მოსწავლეს შეუძლია თავისი საქმიანობის დაგეგმვა,
იწაფება სამუშაოს
დაგეგმარებისას დროის ინტერვალებზე მოქმედებების გამოყენებაში, დროის მომენტების
გამოსახვაში.
ი ნ გ . ა ქ ტ ი ვ ო ბ ი ს მ ი ზ ა ნ ი: მოსწავლემ შეძლოს თავისი ღის
რეჟიმის პრეზენტაცია. შეეძლოს მითითებული დროის წაკითხვა. ინგლისურად
შ ე დ ე გ ი : მოსწავლე აყალიბებს თავის დღის რეჟიმს, ინგლისურად, შეუძლია საათზე
ამოიცნოს და ინგლისურად დაასახელოს დრო.
ბუნ. ა ქ ტ ი ვ ო ბ ი ს მ ი ზ ა ნ ი: მოსწავლე გაეცნოს ბიოლოგიურ
დროს
შ ე დ ე გ ი : მოსწავლემ
იცის, თუ რა არის ბიოლოგიური დრო
გეოგრ. ა ქ ტ ი ვ ო
ბ ი ს მ ი ზ ა ნ ი : მოსწავლე გაეცნოს
სასაათო სარტყელებს, შეძლოს მითითებულ ქვეყანაში დროის დადგენა თუ ცნობილია,
რომელ სასაათო სარტყელში მდებარეობს ის.
შ ე დ ე გ ი : მოსწავლემ
იცის სასაათო სარტყელების შესახებ , ადგენს, თუ რომელი საათია საქართველოში,
როცა მითითებულ ქვეყანაში რომელიმე
კონკრეტული დროა.
|
ე ს გ –თი
განსაზღვრული მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები
|
მათ.V.4 ერთმანეთთან
აკავშირებს ზომის სხვადასხვა რეთეულებს.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე იყენებს დროის 12 და 24 საათიან ფორმატებს და არითმეტიკული
მოქმედებების გამოყენებით განსაზღვრავს დროს და დროის ინტერვალს.
|
გაკვეთილის
მსვლელობა
|
მოსწავლეები სხედან წყვილებად.მათ დავალებად მიცემული ჰქონდათ
დღის რეჟიმის დაწერა. მოსწავლეებს ეძლევათ დავალება: გამოითვალონ თუ თითოეული მათგანი დღე-ღამის რა ნაწილს უთმობს გაკვეთილების მომზადებას, დასვენებას, დღის
რა ნაწილს ატარებს სკოლაში. ამოხსნიან შეთავაზებულ ამოცანებს.პასუხებს დაწერენ
დარიგებულ ფურცლებზე. 10
წთ.
ინგლისურის მასწავლებელი სთხოვს
მოსწავლეებს გააკეთონ წარმოდგენილი ნამუშევრების პრეზენტაცია.10წთ
ბუნებისმეტყველების
მასწავლებელიბავშვებს ესაუბრება ბიოლოგიური დროის შესახებ.10წთ
მართალია ბავშვები გეოგრაფიას არ
სწავლობენ, მაგრამ სასაათობრივი სარტყელების შესახებ ინფორმაციას მათ გეოგრაფიის
მასწავლებელი მიაწვდის.10წთ
დასასრულს მოსწავლეები
უპასუხებენ დასმულ შეკითხვებზე , მოხდება გაკვეთილის
სეჯამება( 5წთ)
|
შეფასება
|
გაცემული პასუხების
სისწორის მიხედვით:
მათ. თითოეული
სწორი პასუხი 2ქულა
|
საგანმანათლებლო
რესურსები
|
ფურცლები
დავალებებით ,კალმები ,რუკა, თითოეული მოსწავლის მიერ შედგენილი დღის რეჟიმი.
|
ანგარიში ინტეგრირებული
გაკვეთილის ჩატარების შესახებ
გაკვეთილის ჩატარების
დღე: 26.03.2013
სკოლა : მე-6
საჯარო კლასი მე-5 ა
მასწავლებელები: თ. მართაშვილი, ვ. ჯაფარიძე , თ. ფსუტური
საგანი: მათემატიკა, ინგლისური, ბუნებისმეტყველება, გეოგრაფია
თემა: დ რ ო,
დ რ ო ი ს ე რ თ ე უ ლ ე ბ ი.
ე ს გ -თი გათვალისწინებული
მისაღწევი შედეგები:
მათ.V.4 ერთმანეთთან
აკავშირებს ზომის სხვადასხვა ერთეულებს. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე იყენებს დროის
12 და 24 საათიან ფორმატებს და არითმეტიკული მოქმედებების გამოყენებით განსაზღვრავს
დროს და დროის ინტერვალს.
მოსწავლეებს მიცემული ჰქონდათ დავალებად
დღის რეჟიმის დაწერა . მოსწავლეებმა წარმოადგინეს შესრულებული საშინაო დავალება. გაკვეთილი
დავიწყე დავალებით, მოსწავლეებს თავიანთი დღის რეჟიმის მიხედვით პასუხი უნდა გაეცათ მითითებულ კითხვებზე ,პასუხები უნდა
დაეწერათ გამარტივებული სახით. მოსწავლეების დიდმა ნაწილმა დავალებას წარმატებით გაართვა
თავი, მცირე ნაწილს დასჭირდა მითითებების მიცემა. დაფაზე მოსწავლეებთან ერთად დავწერე
დროის ერთეულები, რომელთაც მოსწავლეებმა ინგლისურის მასწავლებელთან ერთად მიუწერეს შესატყვისები ინგლისურად. რამოდენიმე მოსწავლემ
გააკეთა საკუთარი დღის რეჟიმის პრეზენტაცია ინგლისურად.
გეოგრაფიის მასწავლებელი ესაუბრა მოსწავლეებს სასაათო
სარტყელების შესახებ , მოსწავლეებმა უპასუხეს მასწავლებლის მიერ დასმულ კითხვებს, ერთად
შეასრულეს მიცემული დავალებები.
თ.ფსუთურმა მიაწოდა
ასევე ინფორმაცია ბიოლოგიური დროის შესახებ.
გაკვეთილის ბოლოს
მოვახდინეთ შესწავლილი მასალის შეჯამება, შევაფასე მოსწავლეები შესრულებული დავალებების
სისწორის მიხედვით.
მიცემული დავალება
ინტეგრირებული გაკვეთილი: დრო, დროის ერთეულები
თარიღი: 26.03.2013
1. დღე-ღამის რა ნაწილს ატარებთ სკოლაში?
2. დღე-ღამის რა ნაწილს უთმობთ გაკვეთილების მომზადებას?
3. თუ დადიხართ სპორტზე, მუსიკაზე , ცეკვაზე ან სხვა წრეებზე, დღე-ღამის რა ნაწილს უთმობთ თითოეულს ცალ-ცალკე?
4. დღე-ღამის რა ნაწილს უთმობთ დასვენებას, კომპიუტერთან თამაშს, გართობას, ტელევიზორის ყურებას?
5. დღე-ღამის რა ნაწილი ეთმობა ძილს თქვენს დღის რეჟიმში?
**********
გერმანიაში 2006 წელს გამართული ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის დასაწყისი დანიშნული იყო გრინვიჩის დროით 19 საათზე.
ა) რომელ საათზე დაიწყებოდა მატჩი ბერლინში ადგილობრივი დროით?
ბ)რომელი ქვეყნის დედაქალაქში დაიწყებოდა პირდაპირი ტელეტრანსლაცია ადგილობრივი დროით13 საათზე?
1519წელს 5გემისაგან შემდგარი ექსპედიცია სამოგზაუროდ გაემართა, ესპანათის მეფის ბრძანებით მოგზაურებს მოეთხოვებოდათ დროის ზუსტი აღრიცხვა, რათა წესისამებრ მოეხდინათ საეკლესიო დღესასწაულების აღნიშვნა. ექსპედიციის მეთაური ერთ-ერთი კუნძულის მცხოვრებლებთან შეტაკებაში დაიღუპა. 3 წლის შემდეგ სამშობლოში მხოლოდ ერთი ხომალდი „ვიქტორია“ დაბრუნდა. მართალია, მეთაური დაიღუპა, მაგრამ ექსპედიცია მისი სახელითაა ცნობილი. ექსპედიციის შედეგები ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თუმცა სამშობლოში დაბრუნებული გმირი მეზღვაურები კათოლიკურმა ეკლესიამ მოკვეთა. საქმე ის იყო, რომ მათი კალენდარი ერთი დღით ჩამორჩებოდა რეალურ კალენდარს, და შესაბამისად, დღესასწაულებს არასწორად აღნიშნავდნენ. მხოლოდ მოგვიანებით გაირკვა სიმართლე და მოგზაურთა უფლებები კვლავ აღადგინეს.
***როგორ ახსნით ამ ექსპედიციის დროს „დაკარგულ“ ერთ დღეს.